უკვე 8 წელია რაც სკოტ კელვინი სანტა–კლაუსად მუშაობს დაუსვენებლად და ამ სამუშაოს გემო გაუგო, ის დაუღალავად შრომობს და ბავშვების სურვილებს ასრულებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს , რომ მას არანაირი საფიქრალი არააქვს. ახალი წლის წინ მთავარი გმირი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი ჩარლი ხულიგნად იზრდება, თვითონ კი კონტრაქტის მიხედვით, იძულებულია სასწრაფოდ მოძებნოს მისის კლაუსი, იმიტომ რომ მარტოხელა სანტა - ეს ყველა წესების ერთდროული დარღვევაა. პრობლემების მოგვარების დროს ის ჩრდილოეთ პოლუსზე თავის მაგივრად ორეულს დატოვებს, რომელიც მის არ ყოფნაში პოლუსის ცხოვრებას სრულ ქაოსად გადააქცევს!