გიორგი სააკაძე
გიორგი სააკაძე
  • ფილმი
გიორგი სააკაძე
0.0
0
გიორგი სააკაძე
3К
  • წელი
  • რეჟისორი
  • ქვეყანა
  • ხანგრძლივობა
    2 საათი 41 წუთი
  • კატეგორია
  • 3К
  • თურქეთისა და სპარსეთის სათარეშო ასპარეზად ქცეული, სამთავროებად დაქუცმაცებული XVII საუკუნის საქართველო. სახალხო ლაშქარს სათავეში უდგას გიორგი სააკაძე, ის თავგამოდებით იბრძვის მტრის წინააღმდეგ და ქართლის მეფეს, ლუარსაბ II–ს სამთავროების გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მეფე სააკაძის დას ირთავს ცოლად. მოურავის აღზევების გამო შურით აღვსილი თავადი შადიმანი და სხვა დიდგვაროვნები მის წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობენ. სააკაძე იძულებული ხდება თავი სპარსეთის შაჰის კარს შეაფაროს, სადაც დიდ სახელს, პატივსა და სიმდიდრეს მოიხვეჭს. შაჰ აბასის ბრძანებით სააკაძე სპარსეთის ლაშქარს საქართველოსკენ გამოუძღვება. მას მოღალატედ თვლიან, მაგრამ სააკაძეს სპარსელთა დახმარებით ურჩი ფეოდალების განადგურება და საქართველოს გაერთიანება აქვს ჩაფიქრებული. მარტყოფის ველზე სპარსეთის მრავალრიცხოვანი ლაშქრის განადგურების შემდეგ სააკაძე შელახულ სახელს და ღირსებას აღიდგენს. დიდი მოურავი გამარჯვებას ზეიმობს, მაგრამ ამ დროს მას შაჰის საჩუქარს – შაჰის კარზე მძევლად დარჩენილი ვაჟის, პაატას მოკვეთილ თავს გადასცემენ. თავადები ერთიანდებიან და სულიერად გატეხილ სააკაძეს ამარცხებენ.