მიყრუებულ სოფელში ერთი გულუბრყვილო გოგონა, საი, ცხოვრობდა, რომელმაც ერთხელაც აღმოაჩინა, რომ „კრასუ“-ს’წყევლა დაჰყვა მემკვიდრეობით. ღამით, მისი თავი მის სხეულს შორდება და სისხლმოწყურებული სანადიროდ დაძრწის. სოფლელები შეძრწუნებული არიან, რადგან პირუტყვი ეხოცებათ - ეს კრასუს ნადირობის შედეგია. ამ ნადირობას მისი ერთი მეგობარი „ჯერდი“ გაურკვეველი მიზეზით უერთდება, ხოლო მეორე. ბავშვობის მეგობარი „ნუა“ საის გვერდში უდგას მიუხედავად იმისა, რომ იცის ეს საშინელი სიმართლე.