ლუან ჯონსონი გაყრის შემდეგ კოლეჯში მასწავლებლად მოეწყო. როდესაც კლასი გაიცნო, მაშინვე წასვლა გადაწყვიტა. მოსწავლეებმა ახალი მასწავლებელი თითქოს ვერც კი შეამჩნიეს. მაგრამ ლუანი ძლიერი ხასიათისაა და სიტუაციის გამოსწორების იმედი აქვს. თანაც ის ელიტარულ საზღვაო ქვეით ჯარში მსახურობდა, რაც ახალ ადგილას გამოადგება.