მასშტაბური ტერორისტული შემოტევების თავიდან ასაცილებლად, მთავრობა თავდაცვის უპრეცედენტო გეგმას ახორციელებს: ქალაქის ქუჩები რობოტიზირებული ვიდეოკამერებით ივსება. საერთო ოპტიკურ ქსელში ჩართული მოთვალთვალე რობოტების ჯარი, წესრიგის დაცვის მძლავრი ინსტრუმენტი ხდება. მაგრამ რა მოხდება, თუკი ამ ”ყოვლისმჭვრეტ თვალზე” კონტროლი ცუდ ხელში აღმოჩნდება.