მეცხრე საუკუნის ევროპაში, პოლონეთის სახელმწიფოს წარმოშობის პერიოდში, ბოროტი პრინცი პოპიელი თავის ბიძაშვილს მოკლავს, რათა შვილისთვის ტახტის მემვიდრეობა უზრუნველყოს. მის ამ დანაშაულს ქვეშევრდომების აჯანყება მოჰყვება, რომელსაც პოპიელის არმიის ყოფილი მეთაური, პიასტუნი, და მეომარი და მონადირე ზიემოვიტი უდგანან სათავეში. ამასობაში ზიემოვიტს ერთი გოგონა, სახელად ძივა შეუყვერდება, რომელიც ადგილობრივი ტაძრის მღვდლის ცოლი უნდა გახდეს.