ერთ ჩვეულებრივ ზაფხულის დღეს სანეკი ბულვარზე სეირნობდა და გამვლელებს ათვალიერებდა. ზოგი ცეკვავდა, ზოგი სკეიტზე ერთობოდა, ზოგიც კოცნიდა ერთმანეთს. მოკლედ ყველაფერი ისე იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ. სანეკმა თავი შეატრიალა და თავისუფალი, ლამაზი, ჟღალთმიანი გოგონა დაინახა, რომელიც მისთვის "ჟ ა ნ გ ბ ა დ ა დ" იქცა. და იმ წუთიდან მანამდე არსებულმა ყველაფერმა აზრი დაკარგა. ის იყო მისთვის ჰაერი, რომლის გარეშეც სიცოცხლე წარმოუდგენელია!