წარმატებული ამერიკელის, ჯონ კროულის რეალური ისტორია, რომლის კარიერის აღმაფრენა და უღრუბლო მომავალი ერთ დღეს დაინგრა, როდესაც საზარელი ამბავი შეიტყო. მისი ორი უმცროსი შვილი იშვიათი გენეტიკური სასიკვდილო სენით არის ავად. მაგრამ ჯონი ფარ-ხმალს არ ჰყრის და ბიოტექნოლოგიურ კომპანიას ქმნის. კვლევებს სათავეში უდგება მეცნიერი რობერტ სტონჰილი. მაგრამ როდესაც კვლევებს შედეგი მოაქვს, ნათელი ხდება, რომ ექსპერიმენტულ მეთოდს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.