ელი ნამდვილი თანამედროვე გმირია. ის ჭკვიანი, მომხიბლავი და რომანტიული გოგონაა, რომელიც ცდილობს გაიგოს თუ ვინაა სინამდვილეში და ვისთან უნდა დააკავშიროს ცხოვრება. მართალა მომავალი საუკეთესო კავალერის მოსაძებნად მას ჟურნალიდან სტატიამ უბიძგა, მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანს ნიშნავს: ელის ცხოვრებაში ისეთი დრო დადგა, როცა არც ქმარი ჰყავს, არც სამუშაო აქვს და მისი ცხოვრებაც ისეთი არაა, როგორზეც ოცნებობდა. იგი გზაგასაყარზეა და ეს აიძულებს ჩაუფიქრდეს იმას, რომ შეიძლება უკანასნელი 10 წლის განმავლობაში მან რაღაც ან ვიღაც მნიშვნელოვანი გამოტოვა თავის ცხოვრებაში.