ხალგაზრდები ამ სუპერმარკეტში სამუშაოდ კი არ მოდიან და არც არაფრის საყიდლად – მათ აქ უბრალოდ დროს გაყავთ. ისინი ეკამათებიან და ურიგდებიან თავის მეგობარ გოგონებს, ურთიერთობებს არკვევენ, ჭორაობენ ერთმანეთზე – მაყურებლების წინ რამოდენიმე ადამიანის ცხოვრების ნაწილი ჩაივლის, თუმცა მთელი მოქმედება თითქმის ერთ შენობაში ხდება.