‘კარგი დინოზავრის’ მოქმედება დედამიწის ალტერნატიულ ვერსიაზე ხდება, სადაც დინოზავრები არ გადაშენებულან და პლანეტაზე ცხოვრებას აგრძელებენ. ამბავი მოგვითხრობს პატარა აპატოზავრ არლოზე, რომელიც შემტხვევით მოსწყდება ოჯახს და სახლში დასაბრუნებლად ‘მისტიკური’ მიწის გარშემო მოგზაურობს, რომლის დროსაც დინოზავრისისა და არა-დინოზავრის სხვა სახეებს გადაეყრება. არლო დაუმეგობრდება ადამიანს, სახელად სპოტს, და კომპანიონები გახდებიან.