ფილმის მოქმედება ოკუპირებულ საფრანგეთში ვითარდება. შუშანა დრეიფუსის თვალწინ, გერმანელი პოლკოვნიკი განს ლანდი, მის ოჯახის წევრებს ხოცავს. გოგონა სასწაულებრივად გადაურჩება სიკვდილს და პარიზში გაიქცევა. იქ კინოთეატრში იწყებს მუშაობას. ამ დროს ლეიტენანტი ალდო რეინი ებრაელი ჯარისკაცებისგან ჯგუფს ქმნის, რომლებიც საკუთარ თავს ”ნაძირლებს” უწოდებენ. მათთან ერთიანდება აგენტი ბრიჯეტ ფონ ჰამერსმარკი, რომელიც ცნობილი მსახიობია. სიუჟეტის ორი ხაზი იკვეთება, როდესაც დივერსანტები კინოთეატრში შუშანას ხვდებიან, რომელსაც შურისძიება სწყურია.