უორენ შმიდტის ისტორია, რომელიც სადაზღვევო კომპანიაში მუშაობს. როდესაც ის დამსახურებულ პენსიაზე გადის, იწყებს თავისი განვლილი ცხოვრების გაანალიზებას - შეძლო თუ არა ყველა ოცნების ასრულება კარიერაში, ქორწინებაში და ოჯახურ ცხოვრებაში. უორენს ქალიშვილი თითქმის არ ეკონტაქტება, ცხოვრობს დენვერში და გათხოვებას აპირებს ადამიანზე, რომელიც მამას არ მოწონს. როგორ უნდა მოიქცეს მამა? შმიდტი მთელი ქვეყნის გავლით ქორწინების შესაჩერებლად მიემართება. ყველაფერთან ერთად მან შესაძლოა საკუთარი ცხოვრების აზრიც იპოვოს.