წყალქვეშა ქალაქის „ბიკინი ბოტომის“ მოსახლეობა სხვადასხვა ზღვის ბინადარისგან შედგება. მათ შორის სპანჩბობის საუკეთესო მეგობარი, ზღვის ვარსკვლავი სახელად პიტერი, მუდამ გაღიზიანებული კალმარი სკვიდვარდი და ციყვი სახელად სენდი არიან. ეს უკანასკნელი წყლის ქვეშ სპეციალური ჰიდროკოსტუმის წყალობით ცხოვრობს. სპანჩბობი კაფეში „კრასტი კიბორჩხალა“-ში მზარეულად მუშაობს, რომლის მფლობელია - მოხუცი და ძუნწი მისტერ კრაბსი…