ანრი შარერს გაასამართლებენ მკვლელობისთვის, რომელიც არ ჩაუდენია და სამუდამო პატიმრობამისჯილს კატორღაში გააგზავნიან. მას ზედმეტ სახელად ფარვანა მხოლოდ იმიტომ შეარქვეს, რომ მკერდზე მისი დიდი გამოსახულება აქვს ამოტვიფრული. გაქცევას ბევრჯერ ცდის, რის შემდეგაც ჯერ კარცერში ჩასვამენ, შემდეგ კი უკაცრიელ კუნძულზე გადაასახლებენ. კუნძულს სახელად სატანა ჰქვია და ის ოთხივე მხრიდან ოკეანითაა შემოსაზღვრული.