ფილმის სიუჟეტი უნივერსიტეტის ლიტერატურის პროფესორის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც სტუდენტ გოგონასთან ახლო ურთიერთობის გამო სამსახური, მეგობრები და საზოგადოებრივი მდგომარეობა დაკარგა. ეს არის საკუთარი სულიერი გამოცდილების გადმოცემის მცდელობა. ადამიანის, რომელმაც ყველაფერი დაკარგა ღირსების გარდა. ეს არის შანსი ხელმეორედ გავიაზროთ ჩვენი ცხოვრება - რომელსაც შესაძლებელია გაუგო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დაემორჩილები: თუკი გეშინია ნაბიჯის გვერდზე გადადგმა და ხელის აწევა თუ არავინ გეკითხება. სხვა შემთხვევაში სირცხვილი გელის, შენი ცხოვრება კი უღიმ-ღამო იქნება.