სერჯო კორბუჩის 1966 წლის ამავე სახელწოდების ფილმზე დაფუძნებული ვესტერნი, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1860-1870-იანი წლების ველურ დასავლეთში და მოგვითხრობს ლეგენდარული მსროლელის ჯანგოს შესახებ, რომელიც მიდის ჯონ ელისის მიერ დაარსებულ ქალაქ ახალ ბაბილონში – გარიყულთა თავშესაფარი, განურჩევლად მათი წარმოშობისა და რწმენისა. რვა წლის წინ ჯანგოს ოჯახი ამოუჟლიტეს, მაგრამ მას სჯერა, რომ მისი ქალიშვილი სარა გადარჩა. მას შემდეგ ის ეძებს მას. ჯანგო პოულობს ქალიშვილს ახალ ბაბილონში, რომელიც ახლა ჯონზე აპირებს გათხოვებას. თუმცა, სარას არ სურს ჯანგოს ქალაქში დარჩენა იმის შიშით, რომ ამას უბედურება მოჰყვება. ხოლო ჯანგოს გადაწყვეტილი აქვს აღარ მიატოვოს იგი.