ფილმი მოგვითხრობს დედა-შვილზე, ქეთისა და ნიკაზე, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ნიკა შემთხვევით მოხუცს შეეჯახება, დაზარალებულის ოჯახი კი მის წინააღმდეგ ბრალის შეტანას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიფიქრებს, თუ დედა-შვილი ზარალს ნაღდი ფულით აანაზღაურებს. ქეთის შვილის ციხიდან დასახსნელად დიდი თანხის შეგროვება უწევს. მოულოდნელი შემობრუნება დრამას ტრაგიკომიკურ სახეს აძლევს.