რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, კოლეჯის ფეხბურთის გმირისა და ვეტერანი პოლიციელის ვაჟის ჯიმი კინის შესახებ, რომელსაც 10 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან მინიმალური რეჟიმის ციხეში, სადაც მას ეძლევა არჩევანი – წავიდეს მკაცრი რეჟმის ციხეში და დაუმეგობრდეს ეჭვმიტანილ სერიულ მკვლელს, ლარი ჰოლს, ან დარჩება იქ, სადაც არის და სრულად მოიხადოს სასჯელი პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობის გარეშე. კინი სწრაფად ხვდება, რომ მისი ერთადერთი გამოსავალი არის სერიული მკვლელის აღიარება და იმის გარკვევა, თუ სად არის დაკრძალული რამდენიმე ახალგაზრდა გოგონას ცხედარი, სანამ სასამართლო ჰოლის აპელაციას მიიღებს. მაგრამ მანიაკი მთავარ გმირთან ეშმაკურ ფსიქოლოგიურ თამაშს იწყებს.