გლები პრივილეგირებული ახალგაზრდობის წარმომადგენელია, უსაქმური ბიჭი, რომელიც განცხრომით და ხელგაშლილად ცხოვრობს. მდიდარი და გავლენიანი მამის შვილს მიაჩნია, რომ არ არის ვალდებული რაიმე წესს დაემორჩილოს. ერთ ღამესაც, მანქანებით რბოლისას, ადამიანს გაიტანს. ამის შემდეგ, მამამისი გადაწყვეტს, რომ საჭიროა მისმა ვაჟმა ცხოვრებისეული ღირებულებები გადააფასოს და მას ჩრდილეთის ერთ სოფელში აგზავნის, შორს ცივილიზააციისგან.