ლონდონიდან სტამბოლში მოგზაურობისას წარმატებული მეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე, მარტოხელა ალეტეა მოულოდნელად ნამდვილ ჯინს შეხვდება, რომელიც მას თავისუფლების სანაცვლოდ სამი სურვილის შესრულებას სთავაზობს, მაგრამ აპათიური მთავარი გმირი ამტკიცებს, რომ ის ცხოვრებით სრულიად კმაყოფილია და არაფერი სჭირდება. თუმცა, სტამბოლის სასტუმროს ნომერში მათი საუბარი ამით არ მთავრდება. ისტორიების მოსმენით შეპყრობილი, ალეტეა მალე იხიბლება ჯინის მიერ მოყოლილი ამბებით იმის შესახებ, თუ როგორ ისწრაფოდა 3000 წლის მანძილზე თავისუფლებისკენ, რომელიც მუდმივად ხელიდან უსხლტებოდა. საბოლოოდ, გმირების საუბარი წამოუდგენელ შედეგებს გამოიწვევს.